დამუშავდა 30%-ზე მეტი უბნის მონაცემები: „ქართული ოცნება“ – 51,08%, ენმ - 25,27%%

გამოწერა
ცესკო იმედოვნებს, რომ დილისთვის შეძლებს საპარლამენტო არჩევნების შედეგების ძირითადი მონაცემების წარმოდგენას.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. უბნების 31,12%-ის მონაცემების დამუშავების შედეგად,  მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება —დემოკრატიული საქართველო“ ხმათა 51,08% დააგროვა,  „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 25, 27%,  - იტყობინება ცესკო. 

5%-იანი ბარიერის გადალახვასთან ახლოს არის ბლოკი „ დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი —საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – 4,84%-ით. 

შანსი აქვს „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისათვის“ ბლოკს — 3,92%. 

პარტიას „ირაკლი ალასანია — თავისუფალი დემოკრატები“- 3,71%, 

„ნინო ბურჯანაძე — დემოკრატიული მოძრაობა“ – 3,2%.

„ლეიბორისტული პარტია“ – 2,99%.

სხვა ბლოკებსა და პარტიებს ხმათა ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. 


ყველა ახალი ამბავი
0