დამუშავდა 20%-ზე მეტი უბნის მონაცემები: „ქართული ოცნება“ – 52,67%, ენმ - 24,85%

© Sputnik / Levan Avlabreliპრესსპიკერი ანა მიქელაძე
პრესსპიკერი ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარდა პარლამენტში გასვლის შანსი კიდევ სამ პარტიას გაუჩნდა.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. უბნების 21,99%-ის მონაცემების დამუშავების შედეგად,  მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება —დემოკრატიული საქართველო“ ხმათა 52,67% დააგროვა, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 24,85%, იტყობინება ცესკო. 

5%-იანი ბარიერის გადალახვასთან ახლოს არის ბლოკი „ დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი —საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – 4,66%-ით. 

შანსი აქვს „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისათვის“ ბლოკს — 4,8%. 

პარტიას „ირაკლი ალასანია — თავისუფალი დემოკრატები“- 3,45%, 

„ნინო ბურჯანაძე — დემოკრატიული მოძრაობა“ – 3,23%.

„ლეიბორისტული პარტია“ – 2,82%.

სხვა ბლოკებსა და პარტიებს ხმათა ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0