გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ახალი აუდიოჩანაწერების გამოჩენის მიზეზების გამოძიებას ითხოვს

18
(განახლებულია 15:20 09.01.2017)
ინტერნეტში გაჩნდა ქვეყანაში რევოლუციის მზადების შესახებ აუდიოჩანაწერი, რომელშიც თითქოსდა მონაწილეობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

თბილისი, 27 სექტემბერი– Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიციასა და სპეცსამსახურებს მოუწოდებს ინტერნეტში ატვირთული აუდიოჩანაწერის გავრცელების ფაქტის გამოძიებისკენ. აუდიომასალაში თითქოსდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებთან". 

აუდიოჩანაწერი ინტერნეტში სამშაბათს გაჩნდა. აუდიოჩანაწერის თანახმად, პიროვნება სააკაშვილის ხმით მოსაუბრეებთან მომავლის გეგმებს განიხილავს, კერძოდ, ქვეყანაში მოვლენების განვითარების რევოლუციურ სცენარს. სააკაშვილმა ჩანაწერს უნიჭო მონტაჟი უწოდა. სუს-მა სოსხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლით "შეთქმულება ხელისუფლების დამხობის მიზნით".

"სამწუხაროა, რომ საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობის შესაქმნელად გარკვეულ ჯგუფებს ესაჭიროებათ ფარული ჩანაწერების გამოყენება და მათი გავრცელება. საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს ჩაატარონ კომპეტენტური გამოძიება",- ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.

საარჩევნო პროცესი მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს. სხვა დანარჩენი კი სპეკულაციებია, რომლებზეც პასუხი უნდა გაიცეს, პირველ რიგში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ასევე პოლიტიკოსების მხრიდან, რომელთა გარემოცვაში, შესაძლოა, დესტრუქციული მიზნების მქონე ადამიანები არიან, დაამატა მან.

აუდიოჩანაწერში სავარაუდოდ, სააკაშვილის გარდა, ფიგურირებენ პარლამენტის დეპუტატები აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი.

პიროვნება სააკაშვილის ხმით ამბობს, რომ საქართველოში საჭოროა რევოლუციური სცენარი და ამისათვის საჭიროა ბევრი ხალხის მობილიზება. ამის საპასუხოდ ადამიანი ბობოხიძის ხმით სთავაზობს 200-კაციანი ჯგუფის შექმნას, საპროტესტო აქციების მოწყობას და რუსთაველის გამზირზე კარვების დადგმას.

ადრე დაგეგმილ რევოლუციურ სცენარზე და თითქოსდა სააკაშვილისგან მიღებული დავალების შესახებ განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" ყოფილმა წევრებმა. მათ უკვე მისცეს ჩვენება სახელმწიფო უშიშროების სამსახურს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ აცხადებდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

18