ევროპარლამენტი

არჩევნები საქართველოში მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის

18
(განახლებულია 15:25 09.01.2017)
8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები პირველია საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას საქართველოში, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა. 

8 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებია პირველია, მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. შეთანხმება 2016 წლის 1 ივლისს შევიდა ძალაში. 

„ეს არის პირველი არჩევნები, რომელიც ტარდება ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ კი ჩვენ, როგორც სხვები ყურადღებით ვაკვირდებით საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას. საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით, საქართველოში დამკვირვებლები ევროკავშირიდანაც ჩამოვლენ», — განაცხადა იანოშ ჰერმანმა. 

ელჩმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ყველაზე მთავარია არჩევნები მშვიდად ჩატარდეს და შედეგები იყოს ლეგიტიმური. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში 16 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს. ქვეყანაში შერეული სისტემით აირჩევენ 150 დეპუტატს. პარტია, რომელიც მეტ ადგილს მოიპოვებს პარლამენტში, ასევე მოიპოვებს მთავრობის ფორმირების და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრის უფლებას. 


18