https://sputnik-georgia.com/20160927/politikosebma-telekompania-iberiis-pirdapir-etershi-ichxubes-233313577.html
პოლიტიკოსებმა ტელეკომპანია „იბერიის“ პირდაპირ ეთერში იჩხუბეს
პოლიტიკოსებმა ტელეკომპანია „იბერიის“ პირდაპირ ეთერში იჩხუბეს
Sputnik საქართველო
ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც „მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულეს. 27.09.2016-ს, Sputnik საქართველო
2016-09-27T10:41+0400
2016-09-27T10:41+0400
2021-10-19T16:01+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23331/32/233313242_0:129:1400:920_1920x0_80_0_0_7d8ea332ae4832488d0def4329eb355b.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2016
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23331/32/233313242_0:85:1400:965_1920x0_80_0_0_b889a4c653d9abb598c66cba2eb0487a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველო
პოლიტიკოსებმა ტელეკომპანია „იბერიის“ პირდაპირ ეთერში იჩხუბეს
10:41 27.09.2016 (განახლებულია: 16:01 19.10.2021) ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც „მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულეს.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ტელეკომპანია „იბერიის“ პირდაპირ ეთერში გამართული დებატები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით დასრულდა. დებატები მიმდინარეობდა საარჩევნო ბლოკის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელ ირაკლი ღლონტსა და ბლოკის „თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ წარმომადგენელ ზაზა აგლაძეს შორის.
დებატების დაწყებიდან მე–15 წუთზე ღლონტის მიმართულებით წყლიანი ჭიქა „გაფრინდა“, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი. ამის მიზეზი „მრეწველების“ ლიდერის გოგი თოფაძის რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაში დადანაშაულება გახდა. გადაცემის წამყვანმა მათი გაშველება სცადა, თუმცა – უშედეგოდ და მან გადაცემა შეწყვიტა.
22 სექტემბერი 2016, 20:28
ბურჭულაძის ბლოკში გაერთანებული არიან მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლები და არასაპარლამენტო პარტია „ახალი მემარჯვენეები“. ეს ბლოკი პროდასავლური პოლიტიკის მიმდევარია.
თოფაძის ბლოკი აერთიანებს ივანიშვილის ყოფილ თანამებრძოლებს – „მრეწველებსა“ და პრორუსულ პარტია „ჩვენს სამშობლოს“. ისინი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ემხრობიან საქართველოს მიერ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის ხარჯზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს არის დანიშნული.