საქართველომ ავღანეთში სამშვიდობოთა როტაცია დაიწყო

© Photo courtesy of Ministry of Defence of Georgiaქართველი სამხედროები ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადებიან.
ქართველი სამხედროები ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადებიან. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში გამგზავრების წინ მომზადება გერმანიაში, ჰამელბურგისა და ვიფლეკენის ბაზებზე გაიარეს.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik.  ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონისა და V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, ეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის ოცეულები მიემგზავრებიან, იტყობინებასაქართველოს თაქვდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

„დღეს ჩვენ ამაღელვებელ ცერემონიალზე ვიმყოფებით. დღეს ქართული შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი ნაწილი მიდის ავღანეთში საერთაშორისო მისიის შესასრულებლად. თქვენ შორის არიან ადამიანები, თანამებრძოლები, რომლებსაც უკვე გამოუვლია ავღანეთის მძიმე სკოლა. თქვენ იქნებით იქ თანამებრძოლები და თქვენ იქნებით იქ ერთად იმისთვის, რომ დაიცვათ გლობალური სიმშვიდე და უსაფრთხოება“,- განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.

ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი დაესწრნენ. ცერემონიალზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები.

ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში - Sputnik საქართველო
ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროები 1 ოტომბერს მისცემენ ხმას

„ყველა ქართველს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება და პატივისცემა იმ საპასუხისმგებლო მისიის მიმართ, რომელიც თქვენ ავღანეთში უნდა განახორციელოთ. ჩვენ სამაგალითონი ვართ თანამშრომლობის იმ მაღალი ხარისხითა და პარტნიორობით, რომელსაც ავღანეთში ვიჩენთ»,- უთხრა თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში მიმავალ სამხედროებს.

ვაზიანში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე საბრძოლო დროშის გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას. ღონისძიების ბოლოს კი, ავღანეთში მიმავალი სამხედროები კაპელანმა დალოცა.


ყველა ახალი ამბავი
0