ენმ–ის დამწვარი ბანერი

ოპოზიცია ხელისუფლებას წინასაარჩევნო ბანერების დაზიანებაში სდებს ბრალს

7
(განახლებულია 16:47 17.01.2017)
ონში უცნობმა პირებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ბანერი დაწვეს.

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ წინასაარჩევნო ბანერების დაზიანებაში სდებენ ბრალს.

რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის საარჩევნო ოლქში ენმ–იდან მაჟორიტარობის კანდიდატის ოთარ სირაძის განცხადებით, ონში უცნობმა პირებმა ოთხიდან ერთი წინასაარჩევნო ბანერი დწვეს, ხოლო დანარჩენი ბანერები ცაგერში, ლენტეხსა და ამბროლაურში ჩამოხსნეს და მის ადგილზე მმართველი პარტიის კანდიდატის ბანერი განათავსეს.

„კვალს „ქართულ ოცნებასთან“ მივყავართ. ეს მათი სტილია. ეს პოლიტიკურ ოპონენტებთან მათი ბრძოლის მეთოდებია… ბოლო ოთხი წელი „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და ლიდერებზე დევნას მოახმარა და დღემდე აგრძელებს პარტიის წინააღმდეგ უზნეო ქმედებებს“, – განაცხადა სირაძემ ბრიფინგზე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს არის დანიშნული.

უფრო ადრე ყოფილი მმართველი პარტიის ოფისებზე თავდასხმის ფაქტები არაერთხელ დაფიქსირდა. მხოლოდ აგვისტოში სამი შემთხვევა მოხდა. პარტიის წარმომადგენლები მომხდარში ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

7