უშიშროების საბჭოს სხდომა

პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა 15 სექტემბერს დანიშნა

31
(განახლებულია 17:25 17.01.2017)
სხდომაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 15 სექტემბერს დანიშნა, განაცხადა სახელმწიფო მეთაურის პრეს-სპიკერი ეკა მიშველაძემ.

„15 სექტემბერს, 16:00 საათზე უშიშროწბის საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც განსახილველი თემები იქნება: საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობის განსაზღვრა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები“, — განაცხადა ეკა მიშველაძემ.

საქართველოს უშიშროების საბჭო პრეზიდენტის — ქვეყნის მთავარსარდლის სათათბირო ორგანოა. უწყების საქმიანობის სფეროებია საქართველოს სამხედრო ეროვნული სტრატეგიის საკითხები და თავდაცვის სისტემის ორგანიზება. უშიშროების საბჭოს ასევე ქვეყანაში სამხედრო ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება აქვს.

ამჟამად უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.

საკანონმდებლო ორგანოდან უშიშროების საბჭოს წევრები არიან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

31