ეუთოს დელეგაცია საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებს

© Sputnik, Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეუთოს წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ცესკოს თავმჯდომარესთან და პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებთან გამართავენ შეხვედრებს.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შვიდკაციანი დელეგაცია წინასაარჩევნო პერიოდში არსებული პოლიტიკური კლიმატის შესასწავლად  საქართველოში ჩამოვიდა, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა რიცხვმა უკვე 680-ს მიაღწია

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში (13-14 სექტემბერი) ეუთოს წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძეს შეხვდებიან.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, დეპუტატობის კანდიდატებთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. დელეგაციას ემანუელის ზინგერი ხელმძღვანელობს.

ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს  32 წარმომადგენელი დააკვირდება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0