საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა

© facebook.com/mfageorgiaმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ ჯანელიძე იოჰანეს ჰანთან და ევროპარლამენტის წევრებთან გამართავს შეხვედრებს.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ორდღიანი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის ლიდერებთან ერთად საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხს განიხილავს, ნათქვამია უწყების „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი უკვე 2016 წლის ზაფხულში უვიზო რეჟიმს შემოიღებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადადეს. ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა გერმანია, საფრანგეძთი და იტალია. მოგვიანებით ამ ქვეყნებმა განაცხადეს საქართველოსთან ვიზების გაუქმების მხარდაჭერის შესახებ.

„ჩვენს ასოცირების შესახებ შეთანხმების ახალ დღის წესრიგზე დავიწყეთ მუშაობა, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის მომავალი სამი წელი, ამიტომ ჩვენ ძირითად მიმართულებებსა და შეხედულებებზე ვისაუბრებთ, რომელიც ჩვენ გვსურს რომ აისახოს დღის წესრიგში. გარდა ამისა, ჩვენ ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც ვისაუბრებთ“, — განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტრო - Sputnik საქართველო
თბილისი მიესალმება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ვიზების თაობაზე

ქართველი დიპლომატი  შეხვედრას გამართავს ევროკომისართან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან, ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან, მათ შორის მარია გაბრიელთან, რომელიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში მომხსენებელია.

ევროპარლამენტის კომიტეტმა სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგანი საქმეების საკითხებში(LIBE) ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში მომხსენებლის მარია გაბრიელას ანგარიში.

ამ ეტაპზე მოსალოდნელია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებული რეგულაციების ცვლილებების საბოლოო ვარიანტის მომზადება. ტექსტი უნდა შეათანხმონ ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლებმა. ამის შემდეგ დოკუმენტს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ, შემდეგ კი ევროკავშირის საბჭოზე დაამტკიცონ.

თუ კი ევროპარლამენტარები დაამტკიცებენ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში 180-დან 90 დღეს შეძლებენ ყოფნას.

ევროკავშირმა და საქართველომ ასოციირების შეთანხმებას 2014 წლის ივნისში მოაწერეს ხელი, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმება.





ყველა ახალი ამბავი
0