ედვარდ ნალბანდიანი და მიხეილ ჯანელიძე

საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრატისლავაში შეხვდნენ

13
(განახლებულია 22:05 03.09.2016)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხური მხარე კატეგორიულად უარყოფდა სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრას აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა ქართველ კოლეგას, მიხეილ ჯანელიძეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სომხეთის ურყევი პოზიცია დაუდასტურა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

შეგახსენებთ: დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ „ფეისბუქით“ სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ვიცე-პერზიდენტ ვიტალი გაბნიას ფოტო გაავრცელა, რომელიც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დაარსების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე იყო გადაღებული.

„მხარეებმა კვლავ დაადასტურეს ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი. ამ კონტექსტში მინისტრებმა მიმოიხილეს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მოსამზადებელი საკითხები“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ჯანელიძისა და ნალბანდიანის შეხვედრა ბრატისლავაში, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში, 2016 წლის 3 სექტემბერს გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხური მხარე კატეგორიულად უარყოფდა სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრას აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

როგორც იცით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ცალმხრივად აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა,მ რის პასუხადაც საქრათველო დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთთან, ხოლო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა.

13