ემილი ჰამბერი და მიხეილ ჯანელიძე

გერმანია საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას მხარს უჭერს

31
(განახლებულია 14:31 20.01.2017)
ემილი ჰამბერმა სანიმუშო უწოდა ქართველ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის პრაქტიკას, რაც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული გამოდგა.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის ხელისუფლება დაინტერესებულია იმით, რომ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მიიღოს, განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილე ემილი ჰამბერმა.

ამის თაობაზე ჰამბერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ბერლინში შეხვედრაზე ისაუბრა.

„გერმანია აფასებს საქართველოს პროგრესს ვიზალიბერალიზაციის პროცესში და დაინტერესებულია, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი“, — აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა გერმანიას საქართველოს მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ 2017 წელი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდება.  

თავის მხრივ, ემილი ჰამბერმა სანიმუშო უწოდა ქართველ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის პრაქტიკას, რაც მისი განცხადებით ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით კი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული გამოდგა.

31
თემები:
საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მოლოდინში (63)