გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერი: სომხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

26
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ სოციალურ ქსელ facebook-ში გაავრცელა სომცეთის პრეიდენტის სერჟ სარგსიანისა და აფხაზეღის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის ვიტალი გაბნიას ფოტო, რომელიც მთიანი ყარაბაღის შექმნის 25 წლის საიუბილეო ღონისძიებაზეა გადაღებული.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სომხეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, მისი პოზიცია ამ მიმართულებით უცვლელია და დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სომხეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ სოციალურ ქსელ facebook-ში გაავრცელა სომცეთის პრეიდენტის სერჟ სარგსიანისა და აფხაზეღის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის ვიტალი გაბნიას ფოტო, რომელიც მთიანი ყარაბაღის შექმნის 25 წლის საიუბილეო ღონისძიებაზეა გადაღებული. 

"სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გააკეთა განცხადება, რომ არანაირ შეხვედრას და მით უმეტეს ოფიციალურ მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია. სომხეთი არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეზობელი, მეგობარი ქვეყანა და ამ მიმართულებით არანაირი რისკები არ არსებობს", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადრე განაცხადესმ რომ საომხური მხარე კატეგორიულად გამორიცხავს სომხეთის პრეზიდენტის აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრი ფაქტს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ცალმხრივად აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. პასუხად საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, ხოლო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა. 

26