სერჟ სარქისიანი

სომხეთი უარყოფს სერჟ სარქისიანისა და აფხაზი პოლიტიკოსის შეხვედრის ფაქტს

38
(განახლებულია 12:17 03.09.2016)
თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის 25 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სომხეთის პრეზიდენტი აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ვიტალი გაბნიასთან ერთად გადაიღეს. ფოტომ ქართულ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია, რამდენადაც სომხეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სომხური მხარე კატეგორიულად უარყოფს სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ „ფეისბუქის“ საშუალებით სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტ ვიტალი გაბნიას შეხვედრის ამსახველი ფოტო გაავრცელა.

ფოტო მთიანი ყარაბაღის  თვითაღიარებული რესპუბლიკის 25 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებაზე  იქნა გადაღებული.

სომხური მხარის განმარტებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთნ არანაირი შეხვედრა არ ყოფილა", — განაცხადა გიგიაძემ ჟურნალისტებთან. 

ამასთან, როგორც გიგიაძემ აღნიშნა, მისთვის რთულია იმ ფაქტის კომენტირება, რომ გავრცელებულ ფოტოზე სარქისიანი და გაბნია არიან აღბეჭდილი.

შესაძლოა,  უბრალოდ გარემოების გადაღება მომხდარიყო ან სიტუაციურად ადამიანთა ჯგუფის გადაღება, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ ინფორმაცია არ მაქვს. ოფიციალურად შემიძლია დავადასტურო, რომ სომხური მხრიდან ცალსახა განცხადება გაკეთად იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი შეხვედრა არ ყოფილა“, — განაცხადა გიგიაძემ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის საპასუხოდ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, ხოლო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს კი ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიაჭა.

38