პოლიციის კორდონი აფეთქების ადგილას თურქეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთს თავისი სამძიმარი გამოუცხადა

7
(განახლებულია 18:57 21.08.2016)
თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქორწილში მომხდარი აფეთქების უკან, რომელმაც 50 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ისლამის სახელმწიფო დგას.

თბილისი, 21 აგვისტო— Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის მთავრობასა და თურქ ხალხს  ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო თავისი სამძიმარი გამოუცხადა, ნათვქმია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე.

თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა რიცხვმა 50-ს მიაღწია.თავდასხმა საქორწილო ზეიმისას მოხდა. იერლიკაიას პროვინციის გუბერნატორმა მომხდარი ფაქტი ტერაქტად შეაფასა.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო. ამ წარმოუდგენელ სისასტიკეს რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას, თურქ ხალხს“, — ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო გმობს ტერორიზმს — საუკუნის ბოროტებას, რომელიც ემუქრება მშვიდობისმოყვარე ხალხებს მთელ მსოფლიოში.

„ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ ცივილიზებული სამყაროს წინაშე მდგარ ამ უდიდეს გამოწვევას. გვჯერა, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევით ყველაფერი გაკეთდება მის დასამარცხებლად“,-ხაზგასმულია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.

7