ახალი პოლიტიკური გაერთიანება

სააკაშვილის თანამებრძოლები და პაატა ბურჭულაძე გაერთიანდნენ

98
(განახლებულია 20:15 18.08.2016)
საქართველოს პარლამენტში ადგილებისათვის ერთობლივად იბრძოლებენ „მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ქართველი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე სამ ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანდა, რომელთაგან ორი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა თანამებრძოლებმა შექმნეს. 

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ერთ ბლოკად იყრიან კენჭს ბურჭულაძის პარტია „მოძრაობა — სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“, „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“.

 „დღეს შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაა ”პაატა ბურჭულაძე — მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”.  თქვა პაატა ბურჭულაძემ. მან, პლატფორმაში შემავალ პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისთვის მადლობა გადაუხადა. 

”ისინი შემოგვიერთდნენ ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა და პოლიტიკური წნეხი. დღეიდან ეს ბატონიშვილები ჩვენთან ერთად გაინაწილებენ ამ წნეხს”, — განაცხადა ბურჭულაძემ. 

ჩვენი კარი ღიაა ყველა პარტიისათვის, რომელიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს — დასავლური კურსი, ნატოში ინტეგრაცია და სამართლიანი8 საქართველოს შექმნა, ხაზი გაუსვა მან. 

გაერთიანების ინიციატორი ზემოთ ჩამოთვლილი სამი პარტია იყო. საბოლოო გადაწყვეტილება პაატა ბურჭულაძემ მიიღო. 

 

98
თემაზე
კუკავა: ივანიშვილის გაბახებულ პარტიულ ნარჩენებთან ბლოკის შექმნას არ ვაპირებთ