ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: რუსეთი საქართველოს უბლოკო სტატუსის იდეით დაინტერესდა

22
(განახლებულია 17:55 18.08.2016)
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის სერგეი ნარიშკინის მოსაზრებას მაღალი შეფასება მისცა.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ ინიციატივაში რუსულ-ქართული მოლაპარაკებების ახალი პერსპექტივა დაინახა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ.

გასულ კვირაში საინიციატივო ჯგუფმა ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით პარლამენტში განცხადება შეიტანა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის უბლოკო სტატუსის შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებების შეტანისთვის ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ. ამჟამად პარლამენტი ჯგუფის რეგისტრაციის შესახებ საკითხს განიხილავს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. რომ მცოდნოდა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლის აზრი უბლოკო სტატუსთან მიმართებაში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, საქართველოში ცდილობენ ათასნაირი სპეკულაციები წამოწიონ ამ თემასთან დაკავშირებით, მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იდეა ნამდვილად საინტერესეო სიახლე იყო რუსეთის ხელისუფლებისათვის. ისინი, ბუნებრივია, დაინტერესედნენ და დამეთანხმნენ იმაში,რომ აღნიშნულ საკითხს ნამდვილად შეუძლია გახსნას ახალი შესაძლებლობები რუსულ-ქართული მოლაპარაკებების თვალსაზრისით“, — განაცხადა ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე.

მან კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პრობლემების გადასაწყვეტად რუსეთთან პირდაპირი დიალოგია საჭირო.

„რუსეთში ძალიან კარგად ესმით ის პრობლემები, რომლებიც ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არსებობს… მე კიდევ ერთხელ დავინახე რუსეთის მხრიდან მზაობა, რომ ეს პრობლემები გადაწყდეს, გადაწყდეს ორივე ქვეყნის სასარგებლოდ, გადაწყდეს საქართველოსა და რუსეთს შორის თანასწორი დიალოგის ჩატარების დროს“, — აღნიშნა მან.

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის სერგეი ნარიშკინის მოსაზრებას, რომელთანაც მოსკოვში შეხვედრა გამართა, მაღალი შეფასება მისცა.

„ეს არის ადამიანი, რომელიც შედის გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანთა სამეულში. ის გახლავთ ძალიან გავლენინანი ადამიანი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ადამიანი, რომელსაც ესმის, რამდენად მნიშვნელოანია საქართველო რუსეთისათვის და რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა“ — განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

22
თემები:
ქართულ-რუსული ურთიერთობები (142)