საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

© FB/ Вахтанг Гомелауриვახტანგ გომელაური და ილჰამ ალიევი
ვახტანგ გომელაური და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხარეებმა აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლობის აუცილებლობაზე იმსჯელეს.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში შეხვედრაზე რეგიონში სტაბილურობის მიზნით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების მნიშნვნელობაზე ისაუბრეს, იუწყება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) პრეს-სამსახური.

საქართველო და აზერბაიჯანი უსაფრთხოების სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ. 2015 წლის ნოემბერში სუს-ის თანამშრომლები აზერბაიჯანელ კოლეგებს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გადაბირებული პირის დაკავებაში დაეხმარნენ.

ტერორისტები - Sputnik საქართველო
ტერორისტებთან თანამშრომლობა საქართველოს ინტერესებში არ არის

„აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ურთიერთქმედება ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში წვლილს შეიტანს. აღინიშნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის ვიზიტის მნიშვნელობა აზერბაიჯანში ჩვენი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებს შორის ინფორმაციების გაცვლისა და თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით“, — ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ვახტანგ გომელაური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურის უფროსს მადათ გულიევს. მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს „აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურსა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“.

სუს-ი 2015 წლის აგვისტოში შეიქმნა. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ის შსს-ს გამოეყო. მისი მთავარი ფუნქციაა – დაიცვას სახელმწიფოს უსაფრთხოება, საკონსტიტუციო წყობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი უცხოეთის ქვეყნების სპეცსამსახურებისა და ცალკეული პირების მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან.

ყველა ახალი ამბავი
0