საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი რიოს ოლიმპიადაზე გაემგზავრნენ

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფოს მეთაური არა მხოლოდ გაამხნევებს ქართველ სპორტსმენებს, არამედ უმაღლეს დონეზე რიგ შეხვედრებსაც გამართავს.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან მაკა ჩიჩუასთან ერთად რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად გაემგზავრა.

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ქალბატონი ოლიმპიურ სამოსში გამოეწყვნენ

პრეზიდენტი და მისი მეუღლე შეხვდებიან ქართველ ოლიმპიელებს და მათ გამოსვლებს დაესწრებიან. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი ბრაზილიაში ჩასულ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრებსაც გამართავს.

საქართველოს პრეზიდენტი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სახელით გამართულ ოფიცილურ მიღებას დაესწრება ზაფხულის ოლიმპიადის გახსნაზე დამსწრე სხვა სახელმწიფო ლიდერებთან ერთად, აღნიშნულია სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

რიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია „მარაკანას“ სტადიონზე 5 აგვისტოს გაიმართება. შოუ, ბრაზილიის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, პომპეზური და მასშტაბური არ იქნება, მაგრამ თანამედროვე სტილში იქნება გადაწყვეტილი.

ყველა ახალი ამბავი
0