„ქართული ოცნების“ დეპუტატობის 15 კანდიდატიდან რვა - ქალია

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნების" მომხრე
ქართული ოცნების მომხრე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანდიდატების უმრავლესობას განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული ან უცხოეთში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, საპარლამენტო არჩევნებისთვის დეპუტატების კანდიდატების შერჩევისას, ყურადღების გამახვილება განათლებასა და გენდერულ თანასწორობაზე გადაწყვიტა.

15 კანდიდატიდან რვა ქალია. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, საგურამოში წარადგინა.

კანდიდატების უმრავლესობას განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული ან უცხოეთში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

ზვიად ძიძიგური - Sputnik საქართველო
„კონსერვატორები“ არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიიღებენ მონაწილეობას

„ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიაში შევიდნენ:

თამარ ჩუგოშვილი — პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე

გიორგი გახარია — ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი

ირაკლი კობახიძე — პარტიის აღმასრულებელი მდივანი

აკაკი ზოიძე — ექიმი

არჩილ თალაკვაძე — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

თამარ გულორდავა — სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე

ირინე ფრუიძე — ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი

კახა კუჭავა — Caucasus Minerals-ის დამფუძნებელი

მამუკა მდინარაძე — ადვოკატი, ფირმის „მდინარაძე და ადვოკატები“ მფლობელი

მარიამ ჯაში — საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

ნინო გოგუაძე — საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრი

რომან კაკულია — ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელი

სოფო კილაძე — შსს-ს აკადემიის პრორექტორი

სოფო ქაცარავა — დიდი ბრიტანეთის საელჩოს ყოფილი პოლიტიკური მდივანი

სოფო ჯაფარიძე — პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გენდერულ საკითხებში

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0