განმეორებითი რეფერენდუმი ბრიტანეთში

ბრიტანეთის პარლამენტი ხელმეორე რეფერენდუმის თაობაზე პეტიციას განიხილავს

37
პარლამენტში პეტიციის განხილვა, რომელსაც უკვე 1.4 მლნ მოქალაქემ მოაწერა ხელი, 28 ივნისს გაიმართება.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საპეტიციო კომიტეტი განიხილავს პეტიციას, რომელიც ქვეყნის ევროკავშირის წევრად დარჩენას ეხება, იუწყება ლონდონური გაზეთი Metro პარლამენტის თემთა პალატის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ პეტიციას უკვე მოაწერა ხელი 1.4 მილიონმა ადამიანმა. და ეს მაშინ, როცა 100 ათასი საკმარისი იყო.

პეტიციის თანახმად, ევროკავშირის შემადგენლობიდან ქვეყნის გასვლის მოწინააღმდეგეები ხელმეორე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ.

შეგახსენებთ: ახალი პლებისციტის ინიციატორები მოუწოდებენ მთავრობას, გამოიყენოს წესი, რომლის თანახმადაც, თუ Brexit-ის მოწინააღმდეგეთა ან მომხრეთა რაოდენობა 60%-ზე ნაკლებია, ხოლო ხმა მისცა 75%-ზე ნაკლებმა მოქალაქემ, კიდევ ერთი კენჭისყრის ჩატარებაა საჭირო.

შეგახსენებთ: ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას მხარი ქვეყნის მოქალაქეთა 51.9%-მა დაუჭირა და მცირედით გადააჭარმა გაერთიანებაში დარჩენის მომხრეებს.

37