საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

სოჭის მინისტერიალზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გაემგზავრება

24
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მინისტერიალს არ დაესწრება.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მინისტერიალზე (BSEC) სოჭში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაემგზავრება, იუწყება სააგენტო „Новости Грузия“  საგარეო უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით.

BSEC-ის მინისტერიალი სოჭში 1 ივლისს გაიმართება.

„მანამდე მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე წარმოადგენდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება“, — განუცხადა სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარი ნარჩემაშვილმა.

შეგახსენებთ: BSEC-ი 1992 წლის 25 ივნისს ჩამოყალიბდა, როგორც რეგიონული ინიციატივა. 1999 წლის მაისიდან ის საერთაშორისო ორგანიზაციად გადაკეთდა. BSEC-ის შემადგენლობაში შედიან: აზერბაიჯანი, ალბანეთი, სომხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, მოლდოვა, რუსეთი, რუმინეთი, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა.

24