ახალი რეფერენდუმის მოთხოვნა ბრიტანეთში

Brexit-ის მოწინააღმდეგეები ახალი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ

25
(განახლებულია 10:37 25.06.2016)
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის მოწინააღმდეგეებს ამ საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩატარება სურთ, ნათქვამია პეტიციაში.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის წინააღმდეგ პეტიციაზე ამ დროისათვის უკვე 672 ათას კაცს აქვს ხელი მოწერილი, რაც აუცილებელ რაოდენობაზე ხუთჯერ მეტია, იუწყება  „РИА Новости“.

პეტიცია გაერთიანებული სამეფოების პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის მოწინააღმდეგეებს ამ საკითხზე ახალი  რეფერენდუმის ჩატარება სურთ, ნათქვამია პეტიციაში.

ახალი პლებისციტის ინიციატორები მოუწოდებენ მთავრობას, გამოიყენოს წესი, რომლის თანახმადაც, თუ Brexit-ის მოწინააღმდეგეთა ან მომხრეთა რაოდენობა 60%-ზე ნაკლებია, ხოლო ხმა მისცა 75%-ზე ნაკლებმა მოქალაქემ, კიდევ ერთი კენჭისყრის ჩატარებაა საჭირო.

შეგახსენებთ: ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას მხარი ქვეყნის მოქალაქეთა 51.9%-მა დაუჭირა და მცირედით გადააჭარმა გაერთიანებაში დარჩენის მომხრეებს.

25