საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა მუშაობა დაასრულა

16
პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სასიკეთო ქვეყნისთვის იქნება.

თბილისი, 25 ივნისი  — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს მერვე მოწვევის საგაზაფხულო სესიები დახურულად გამოაცხადა.

თუმცა დეპუტატები მაინც განაგრძობენ მუშაობას რიგგარეშე სესიის ფორმატში. ამ საკითხზე დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

„დღეს გახლავთ ბოლო დღე ჩვენი საგაზაფხულო სესიის, რომლის განმავლობაში ბევრი კანონი და გადაწყვეტილება მივიღეთ. იყო საკმაოდ დრამატული ვითარებაც, საინტერესოც. იმედია ამ ხნის განმავლობაში ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება სასიკეთო ქვეყნისთვის. ამ იმედით და განწყობით მინდა პარლამენტის დღევანდელი სხდომა და 2015 წლის საგაზაფხულო სესია დახურულად გამოვაცხადო“., — განაცახდა დავით უსუფაშვილმა.

ტრადიციულად პარლამენტის საგაზაფხულო სესია ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.

16