ვინ აუსრულა ახალგაზრდობის ოცნება ბიძინა ივანიშვილს

© FB/ Георгий Квирикашвилиბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შეაქო.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს ახლანდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილში საკუთარი ახალგაზრდობის ოცნება დავინახე, განაცხადა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.

კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის დეკემბრის თვეში ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა. მანამდე გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტები ეკავა.

„მე გიორგიში საკუთარი ახალგაზრდობის ოცნებები დავინახე. ის დაბალანსებული, ადამიანური, კეთილშობილი და კარგი მენეჯერი, ფინანსისტი და პროფესიონალია“, — განაცხადა ივანიშვილმა საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: ახალი პრემიერი ძველზე უფრო პრინციპულია

ამასთან ერთად, კვირიკაშვილის დახასიათებისას ივანიშვილმა აღნიშნა, რომ კვირიკაშვილი მისთვის აღმოჩენა და წესიერების მაგალითია.

ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“. 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ის მთავრობას ჩაუდგა სათავეში, თუმცა ერთი წლის შემდეგ დატოვა პოსტი და განაცხადა, რომ თავისი ამოცანა შეასრულა. პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად ოპოზიცია მას ქვეყნის კულისებიდან მართვაში ადანაშაულებს.

ყველა ახალი ამბავი
0