კვირიკაშვილი: აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობა უნდა აღდგეს

© FB/ Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ–მინისტრი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დროულ გამოძიებასა და დამნაშავის დასჯას მოითხოვს.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ნდობა უნდა აღდგეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის თაობაზე კომენტარისას.

„ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობა უნდა აღდგეს. ასეთი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობა კი მხოლოდ გახსნის იარებს, რაც მხოლოდ ქართველი და აფხაზი ხალხის მტრების ინტერესშია. შესაბამისად, ჩვენ გვმართებს ცივი გონება, რათა ჩიხში შესული არსებული სიტუაცია ერთობლივი ძალისხმევით შემოვაბრუნოთ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს ოთხოზორიას მკვლელისთვის ანგარიშის გასწორების საფრთხე, რაც, შესაძლოა, ჩაიდინოს იმან, ვისაც ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის პროცესის ჩაშლა სურს.

გალში მდებარე სასაზღვრო პუნტქი - Sputnik საქართველო
მინისტრი: საქართველოს შსს აფხაზეთთან „საზღვარზე“ ვითარებას აკონტროლებს

„შეიძლება ეს გააკეთოს იმ მხარემ, რომელიც პირდაპირ არის დაინტერესებული ნდობის აღდგენის პროცესის ჩაშლით. ამიტომ, ვფიქრობთ, სასწორზე დევს ძალიან დიდი რამ, რისკები ძალიან მაღალია. არის ერთადერთი რაციონალური და სწორი ქმედება — ესაა მკვლელის დაუყოვნებლივ დაპატიმრება, თუნდაც დე-ფაქტო ხელისუფლების ხელთ არსებული ცალმხრივი, ჩვენ მიერ არაღიარებული ჩარჩოს ფარგლებში“, — განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარ მკვლელობის ფაქტზე პასუხისმგებლობას რუსულ მხარეს აკისრებს. რუსეთი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ირიბი შეხებაც კი არ აქვს ოთხოზორიას მკვლელობასთან.

ყველა ახალი ამბავი
0