ექს-პრემიერის ხურდა ფულით დაფინანსებული პარტია და დიაგნოზი ანალიზის მაგიერ

© Courtesy of Soso Tsiskarishviliსოსო ცისკარიშვილი
სოსო ცისკარიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენად სერიოზულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი, რა გარეგანი ფაქტორები განაპირობებენ მას, რას მოუტანს ქვეყანას საარჩევნო პერიოდში შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიების გამოჩენა? ამ და სხვა საკითხებზე მედიაჰოლდინგ „რეპორტიორში“ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა ისაუბრა.

– ბატონო სოსო, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გადადო საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესი…

— ამას თავისი ხელშემწყობი პროცესები ახლდა, იქნებ არამთავარი, მაგრამ ყოველდღიური შფოთი ქვეყანაში ერთ-ერთი წინაპირობაა. ასევე კორცხელის ინციდენტი, „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი, სრულიად გაუგებარი საკონსტიტუციო ცვლილების მცდელობა და ა.შ. საოცარია, რატომ არ აქცევენ ყურადღებას ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს? საკითხი ჯერ ამოწურული არ არის. ერთ ფაქტს მოვიყვან: მარტო 2015 წელს გერმანიაში 4000-ზე მეტი ქართველია დაპატიმრებული. დაუმატეთ ამას ესპანეთი, ავსტრია, ჰოლანდია, სადაც არანაკლები რიცხვებია და მიხვდებით – საიდან ეს ნეგატიური დამოკიდებულება. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ შექმნილ ვითარებაში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს არა ევროკავშირის მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკების, არამედ 10 ივნისისთვის დაგეგმილი შენგენის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების კონფერენცია, სადაც, ალბათ, შეგვრცხვება, თუ გამოამზეურებენ რამდენი ჩვენი თანამემამულე, რა მიზეზით და რატომ არის დაპატიმრებული.

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
ზაქარია ქუცნაშვილი: კანონშემოქმედება ჯიბრით არ ხდება!

– წინასაარჩევნოდ ორი ახალი პოლიტიკური სუბიექტი გამოჩნდა; ახალი პარტიები დააანონსეს პაატა ბურჭულაძემ და თამაზ მეჭიაურმა…

— როგორც წესი, მძლავრი პოლიტიკური მოთამაშეები წინასაარჩევნოდ სატელიტ ობიექტებს ქმნიან. ბატონი მეჭიაურის პარტია მე ასეთად მეჩვენება და, სავარაუდოდ, ბატონი ბიძინას ხურდა ფულით დაფინანსდება. ამით, ჩემი აზრით, წინასაარჩევნოდ იმატებს ღვარძლისა და გესლის ზომა. გამიკვირდება, თუ ამ სუბიექტის წარმომადგენლებს მომავალ საპარლამენტო სივრცეში ვიხილავ.

რაც შეეხება ბატონ პაატა ბურჭულაძეს, მას დაახლოებით 30 წელია ვიცნობ. მისი იუმორის სანახები ჩემთვის ცნობილია. ჩვენს ჟურნალისტებს, ხშირად უადგილო შეკითხვებით რომ გამოირჩევიან, მისი იუმორით ნათქვამი პასუხები აბნევთ. ეგ არაფერი, დროთა განმავლობაში ჟურნალისტები შეეჩვევიან პაატას. იგი ბევრისშემძლე ადამიანია და ოპტიმიზმი, რომელიც მას ასულდგმულებს, არ გახლავთ უსაფუძვლო. ახლა ეს ახლადაღმოცენებული პარტია უმრავლესობით რომ მოვიდეს, ეს იქნება იმის მახასიათებელი, რომ არსებული მმართველი ძალა ყოფილა ძალიან უსუსური. ვნახოთ, თუ ოცნებამ გააგრძელა ყურჩამოყრილი არსებობა, მაშინ არც ის იქნება გასაკვირი, ახალმა პოლიტიკურმა ძალამ მიაღწიოს წარმატებას.

დეპუტატი თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო
არ მახსენდება ისეთი ოპერა, სადაც პრემიერ-მინისტრის პარტიას ბანი ასრულებდეს...

– ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე რა აზრის ბრძანდებით?

— მოლოდინი, როგორც წესი, სჭარბობს რეალობას. გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ რაიმე სიახლე პერსპექტივის, ახლებური ხედვის, რომელიც უნდა მოგვესმინა განახლებული პარტიისგან, არ მოგვისმენია. თუ 2012 წლის ლოზუნგებით აპირებენ არჩევნების მოგებას, ძალიან ცდებიან. საერთოდაც ეს ორი მონსტრი თუ ჩამოსცილდება ქვეყანას, კარგი იქნება. ჩერჩილმა ბრძანა: როდესაც აწმყოსა და წარსულს შორის მიდის კამათი, აღმოაჩენთ, რომ მომავალს კარგავთო. ეს ორი ძალა იმით არის დაკავებული, რომ ერთმანეთს აყვედრიან წარსულსაც და აწმყოსაც და საერთოდაც მათი მამოძრავებელი ძალა ერთმანეთის მიუღებლობაა.

რაც შეეხება თავად ბიძინა ივანიშვილს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არ სურს გააანალიზოს მისდამი საზოგადოების პრეტენზიები. არც წერილში და არც ინტერვიუში თვითკრიტიკის ნატამალიც კი არ იყო. საკუთარი თავით მუდმივად კმაყოფილი ადამიანი კი მოითხოვს არა ანალიზს, არამედ დიაგნოზს…

თენგიზ ჩოჩუა  

 

 

ყველა ახალი ამბავი
0