საქართველოს მთავრობა

რესპუბლიკელი მინისტრები საქართველოს მთავრობიდან წასვლას არ აპირებენ

18
(განახლებულია 21:15 29.03.2016)
რესპუბლიკური პარტიის არც ერთი წარმომადგენელი პარლამენტში ან მთავრობაში თავისი პოსტის დატოვებას არ აპირებს, ხოლო პარტია მთლიანობაში კოალიციიდან გამოსვლის საკითხს არ განიხილავს, განაცხადა პარტიის ერთერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი და საქართველოს თავდაცვითი უწყების მეთაური თინათინ ხიდაშელი, რომლებიც „რესპუბლიკური პარტიის" წევრები არიან, მთავრობაში თავისი პოსტების დატოვებას არ აპირებენ. 

„ქართული ოცნების“ მმართველი კოალიციიდან „რესპუბლიკური პარტიის“ საერთოდ გამოსვლის და  კერძოდ რესპუბლიკელი მინისტრების მთავრობიდან წასვლის თემა, აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ არ არის  წინააღმდეგიკოალიციაში შემავალმა პარტიებმა, 2016 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში ცალ-ცალკე მიიღონ მონაწილეობა.

„თავდაცვის სამინისტროს გეგმებში თავდაცვის მინისტრის შეცვლა არ შედის. ნებისმიერი მინისტრი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მიდის პოსტიდან“,- ტელეკომპანია „იმედის“ჟურნალისტებთან განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.  ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილიც. აგულაშვილისა და ხიდაშელის გარდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში „რესპუბლიკური პარტიის“ კიდევ ერთი წევრი შედის — შერიგებისა და სამოქალაქო თანახწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. მისი პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

მიხეილ სააკაშვილის მთავრობის შემდეგ, 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ კოალიცია მოვიდა. „ქართული ოცნების“ დაშლაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც მმართველი პარტიის შიგნით სკანდალი აგორდა — „მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ „რესპუბლიკელ“ თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი.

ამჟამად მმართველ კოალიციაში შედიან პარტიები „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატორთა პარტია“, "ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

18
თემაზე
„რესპუბლიკელები“ მმართველი კოალიციიდან გასვლის წინააღმდეგი არიან
გოგი თოფაძის მომხრეები "რესპუბლიკურ პარტიას" მმართველი კოალიციის დატოვებას თხოვენ