საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთს ეწვევა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველო-უნგრეთის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. 29-30 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით  უნგრეთს ეწვევა, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. 

დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრები უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, უნგრეთის პრემიერ მინისტრის მოადგილესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

შეხვედრებზე განიხილავენ საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობებისა და ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს.

უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველო-უნგრეთის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

მიხეილ ჯანელიძე ასევე ეწვევა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტს, სადაც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე — „საქართველოს ევროპული გზა“.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0