მიხეილ ჯანელიძე შეხვედრაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში კონგრესმენებს შეხვდა

6
(განახლებულია 16:00 15.03.2016)
მიხეილ ჯანელიძემ კონგრესის წარმომადგენლებს ქვეყანაში პოლიტიკური და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით საქართველოს მთავრობის ინიციატივები გააცნო.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, კონგრესში მოლაპარაკებები გამართა, აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა კონგრესმენ ადრიან სმიტთან (Adrian Smith), ასევე მაიკ კონოვეისთან (Mike Conaway), რომელიც აშშ-ის კონგრესის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრია.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში უშიშროების სფერო, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ჯანელიძემ ამერიკულ მხარეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ცალკეული ინიციატივები გააცნო, რომლებიც ქვეყანაში პოლიტიკური და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას ეხება. ჯანელიძემ ასევე აღნიშნა რეფორმები, რომლებიც მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად კონკურენტუნარიანი და დემოკრატიული სფეროს შექმნას ითვალისწინებს.

კონგრესმენებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის ინტეგრაციის მხარდაჭერა გამოხატეს.

პოლიტიკოსებმა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა აღნიშნეს და განაცხადეს, რომ ამ თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზად არიან.

6