ბაქო

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა

9
(განახლებულია 20:57 08.03.2016)
მარგველაშვილი აზერბაიჯანში აპირებს გამგზავრებას, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა, იუწყება აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო „ტრენდი“

ამის შესახებ ცნობილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ბრიფინგის დროს გახდა, რომელიც აზერბაიჯანის საგარეო უწყების პირველ პირთან ელმარ მამედიაროვთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოს ორდღიანი ვიზიტით 7 მარტს ეწვია. ის შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადეს, ასევე მილი მეჯლისის წარმომადგენელს ოქტაი ასადოვს. 


9