რუსეთი უარს აცხადებს მონაწილეობა მიიღოს 2008 წლის ომის გამოძიებაში

© photo: Sputnikსისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის, კომპლემენტარულობისა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი ფაკისო მოჩოჩოკო
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  იურისდიქციის, კომპლემენტარულობისა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი ფაკისო მოჩოჩოკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის უარი მიიღოს მონაწილეობა გამოძიებაში გაართულებს პროცესს, მაგრამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გააგრძელებს სამხილების მოპოვებას, განაცხადა ფაკისო მოჩოჩოკომ, რომელიც ეხლა თბილისში იმყოფება.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. რუსეთის უარი მიიღოს მონაწილეობა გამოძიებაში, გაართულებს სამხილების მოპოვების პროცესს, განაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის, კომპლემენტარულობისა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორმა ფაკისო მოჩოჩოკომ (Phakiso Mochochoko), რომელიც სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფება. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 13 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოძიების მსვლელობის დეტალები გააცნო. მას სურდა ასევე შეხვედროდა რუსეთის მხარეს, მაგრამ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს. მოგვიანებით დუმის საგარეო ურთიერთობათა  კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს იმპლემენტირებული რომის სტატუტი და ამის გამო ის ვერ ითანამშრომლებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. 

“რა თქმა უნდა, გამოძიებაში მონაწილეობაზე მათი (რუსეთის)უარი გაართულებს პროცესს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი არხებით და საშუალებებით გავაგრძელებთ სამხილების მოპოვებას. როდესაც მოგროვდება საკმარისი მასალა საიმისოდ, რომ გაირკვეს, პასუხისმგებლობის რომელი წილი ეკისრება ამ პროცესის (2008 წლის ომის-რედ.) მონაწილე თითოეულ მხარეს, მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება“,-თქვა მოჩოჩოკომ.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის თითოეული მხარის მონაწილეობა გამოძიების პროცესში არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმატებული საქმიანობის გასაღები, ხაზი გაუსვა მან.

საქართველოში ვიზიტის მსვლელობისას, რომელიც 16 თებერვალს დაიწყო, დელეგაციის წევრები ფაკისო მოჩოჩოკოსთან ერთად შეხვდნენ საქართველოს თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრებს, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, ლტოლვილთა, განსახლებისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების მინისტრს, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს დანაშაულებებს, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილია როგორც აგვისტოს ომის, ასევე სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე და მის შემდგომ — 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე.


ყველა ახალი ამბავი
0