გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერმა დაარღვია ტრადიცია და პრეზიდენტთან მეგობრობას აპირებს

9
(განახლებულია 00:33 29.01.2016)
პრემიერმა განაცხადა, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომაში, რომელიც 29 იანვარსაა დანიშნული. საბჭოს წევრები აპირებენ განიხილონ ნატოს ვარშავის სამიტისათვის მომზადების საკითხები და მოისმინონ თავდაცვის მინისტრის მოხსენება საერთაშორისო მისიებზე.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი თავისი წინამორბედისაგან განსხვავებით, გადაწყვეტა მონაწილეობა მიიღოს უშიშროების საბჭოს სხდომაში, იტყობინება მთავრობის პრესსამსახური.

ეს შეტყობინება არც თუ დიდი ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის საკმაოდ რთული ურთიერთობების ფინზე, ქართული მედიის განხილვის თემად იქცა. ღარიბაშვილი არა მხოლოდ იგნორირებას უკეთებდა პრეზიდენტის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომებს, არამედ მთავრობასთან ალტერნატიული ორგანოც შექმნა — კრიზისების მართვის უშიშროების საბჭო. 

ახლანდელი პრემიერი კვირიკაშვილი „ინსტიტუციების პატივისცემას“ მნიშვნელოვნად მიიჩნევს“, ხაზს უსვამს რა, რომ ასეთი საკითხები განხილვის საგნად არ უნდა იქცეს, „მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი“. 

უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა 29 იანვარსაა დანიშნული. საბჭოს წევრები აპირებენ განიხილონ ნატოს ვარშავის სამიტისათვის მომზადების საკითხები და მოისმინონ თავდაცვის მინისტრის მოხსენება საერთაშორისო მისიებზე. 

ექსპერტი გიორგი ხუხაშვილი თვლის, რომ კვირიკაშვილის გადაწყვეტილება მოაგვაროს  სამუშაო ურთიერთობები პრეზიდენტთან — პოზიტიურია. „ეს იყო გაუგებრობა საქართველოს ისტორიაში, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ქვეყნის მეთაურის იგნორირებას ცდილობდა“, — უთხრა ხუხაშვილმა Sputnik —ს.

ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც კოალიცია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა, 2015 წლის ბოლოს ყველასაგან მოულოდნელად განაცხადა, რომ დაიღალა და თანამდებობას ტოვებს. საქართველოს პარლამენტმა ახალ წლამდე 2 დღით ადრე ახალი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. 


9