კახა კალაძე

კალაძე: უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები გარდაბანში არ არიან

23
(განახლებულია 22:23 28.01.2016)
მანამდე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები გარდაბანში საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები გარდაბანში საარჩევნო პროცესში არ ერევიან. 

ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ სპეცსამსახურებს გარდაბნის რაიონში სასურველი შედეგის მისაღებად იყენებს. 

„სულ სამი წელი გავიდა (ხელისუფლების ცვლილების შემდეგ), და ჩვენ მშვენივრად გვახსოვს, როგორი იყო მანამდე ზეწოლა იმ ხალხზე, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა, ჟურნალისტებზე და ტელევიზიაზე. ეს დრო საქართველოში არასოდეს დაბრუნდება და ინფორმაცია იმაზე, რომ უშიშროების  სამსახური პროცესებში ერევა, დიდი ტყუილია“, — განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს. 

მანამდე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები გარდაბანში საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. 

გარდაბნის რაიონში ვადამდელი არჩევნები ტარდება, რადგან 2014 წელს არჩეული რაიონის მუნიცეპალიტეტის ხელმძღვანელი გარსევან ნიორაძე  გარდაიცვალა. 

გარდაბნის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭს იყრიან მმართველი კოალიციიდან გოჩა ჯამარაული და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ — ბესიკ კახაბრიშვილი. 


23
თემაზე
კობახიძე: ოპოზიცია გარდაბანში არჩევნების ჩაშლას ცდილობს
ოპოზიცია: არჩევნები გარდაბანში საქართველოს მთავრობისთვის ტესტია
ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნებში სამხედროების ხმების გამოყენებაში ადანაშაულებს