არჩევნები

კობახიძე: ოპოზიცია გარდაბანში არჩევნების ჩაშლას ცდილობს

4
„ქართული ოცნების“აღმასრულებელი მდივნის თქმით, პარტია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დაიცავს გარდაბნის თითოეული მოქალაქის ხმას და არავის მისცემს უფლებას ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესს.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გარდაბანში არჩევნების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს. 

„ნაციონალური მოძრაობი"-ის წარმომადგენლები გარდაბანში მთელი დღის განმავლობაში გამოირჩევიან დესტრუქციული ქმედებებით, განსაკუთრებით აქტიურობენ დეპუტატები გიგა ბოკერია და აკაკი ბობოხიძე, რომლებიც მიდიან საარჩევნო უბნებზე, იქცევიან დესტრუქციულად და ასეთივე მოქმედებებისკენ მოუწოდებენ თავიანთ მომხრეებს. მათი ამოცანა გახლავთ იმ უბნების ჩაშლისთვის ნიადაგის მომზადება, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ განსაკუთრებულად დიდი სხვაობით აგებს არჩევნებს“,  — განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დაიცავს გარდაბნის თითოეული მოქალაქის ხმას და არავის მისცემს უფლებას ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესს. 

შეგახსენებთ: გარდაბანში ვადამდელი რიგგარეშე არჩევნები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის გარდაცვალების გამო ტარდება. 

არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხრიდან გოჩა ჯამარაული იბრძვის, ხოლო ენმ–ის მხრიდან — ბესიკ კახაბრიშვილი. 


4