ანა მიქელაძე

ცესკო: გარდაბნის რაიონში აქტივობა არჩევნებზე 11%-ია

29
ცესკოს წარმომადგენელმა დამკვირვებლებს მოუწოდა, არ ჩაერიონ კომისიის მუშაობაში და ხელი შეუწყონ არჩევნების კანონის შესაბამისად ჩატარებაში.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. გარდაბნის რაიონის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის რიგგარეშე არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 11%-ს შეადგენდა, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე, აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე.

გარდაბნის რაიონში ვადამდელი არჩევნებისჩატარების მიზეზი 2014 წელს არჩეული რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის გარდაცვალებაა. სულ გარდაბნის რაიონში 71 ათას 847 ამომრჩეველია.

„12:00 საათისთვის აქტივობამ 11 % შეადგინა. „მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში დაფიქსირდა უმნიშვნელო პროცედურული ხარვეზები, რასთან დაკავშირებითაც დაიწერა რამდენიმე საჩივარი. ამ ეტაპზე ტექნიკური ხარვეზების უმრავლესობა აღმოფხვრილია,“ — აღნიშნა ანა მიქელაძემ. 

 

ცალკეული უბნებიდან შემოვიდა ინფორმაცია, დამკვირვებლების მხრიდან მცდელობაზე, ზეგავლენა მოახდინონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე, — აღნიშნა ცესკოს წარმომადგენელმა.

„მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, არ ჩაერიონ კომისიების მუშაობაში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვას», — განაცხადა მიქელაძემ.

ვაკანტური თანამდებობისთვის კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ კენჭს გოჩა ჯამარაული იყრის, ხოლო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ — ბესიკ კახაბრიშვილი.


29