ჰააგაში საერთაშორისო სასამართლოს შტაბ ბინა

2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ჰააგის საერთაშორისო სასამართლო გამოიძიებს

121
(განახლებულია 15:30 28.01.2016)
საქმე ეხება 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე.წ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც სასამართლო კოლეგიის დასკვნით, ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაშია.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო  საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს გამოიძიებს. სასამართლომ ნება დართო, პროკურორ ფატუ ბენსუდას(Fatou Bensouda) საქართველოს საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაეწყო, ინფორმაცია ჰააგის სასამართლოს ვებ-გვერდზე 27 იანვარს განთავსდა. 

საქმე ეხება 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე.წ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც სასამართლო კოლეგიის დასკვნით, ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაშია. 

"მოთხოვნის და დამატებითი მასალების შესწავლის შედეგად, მოსამართლეებმა დაასკვნეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ დანაშაული ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას ეკუთვნის. ჩადენილ იქნა სისხლის სამართლის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, მაგალითად მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე ომის დანაშაულები, როგორიცაა სამოქალაქო პირებზე თავდასხმები, წინასწარ განზრახული მკვლელობები, თავდასხმები მშვიდობისმყოფელებზე, ქონების განადგურება, ძარცვის ფაქტები, რომლებიც 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში დაფიქსირდა", — ნათქვამია ჰააგის სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

პროკურორმა ფატუ ბენსუდამ სასამართლოს გამოძიების დაწყებაზე ნებართვის შუამდგომლობით 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა.სიტუაციის შესწავლის მიზნით, პროკურორი გასული წლის ოქტომბერში საქართველოშიც იმყოფებოდა. მაშინ მან განაცხადა, რომ რომ ცხინვალის რეგიონში 2008 წლის კონფლიქტისას ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძების დასაწყებად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეთა შესაბამის ნებართვას ელოდება. 

პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი,იმისა რომ აღნიშნული კონფლიქტის მსვლელობისას ადგილი ჰქონდა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.

121
თემაზე
საერთაშორისო სასამართლო გამოძიებას მოსამართლეთა ნებართვის შემდეგ დაიწყებს
საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გამოძიებას აპირებს