გარდაბანში საარჩევნო უბნები 8 საათისათვის გაიხსნა

© photo: Sputnik / Кристина Афанасьева / გადასვლა მედიაბანკშიარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის გახსნილია 64 საარჩევნო უბანი, სადაც გარდაბნის რაიონის 72 ათასმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს არჩევანი ქვეყნისს ამჟამინდელი მმართველი კოალიციისა და ყოფლილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. დღეს გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნებია. საარჩევნო უბანები 8 საათისათვის უკვე გაიხსნა, იტყობინება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. ამ დროისათვის გახსნილია 64 საარჩევნო უბანი, სადაც არჩევნებზე ხმის მისაცემად 72 ათასი ამომრჩეველი უნდა მივიდეს. 

მას შემდეგ, რაც 13-მა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევთ: გოჩა ჯამარაული — კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ და ბესიკ კახაბრიშვილი —  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. 

ექსპერტთა შეფასებით, გარდაბნის არჩევნები ქვეყნის ამჟამინდელი მმართველი კოალიციისა და ყოფლილი მმართველი პარტიას შორის  რეიტინგების ერთგვარი ინდიკატორი იქნება, შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ. 


ყველა ახალი ამბავი
0