ქართველი დეპუტატი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

© photo: Sputnik / Дмитрий Донской / გადასვლა მედიაბანკშითედო ჯაფარიძე
თედო ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი თედო ჯაფარიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე აირჩიეს, იუწყება პარლამენტის პრესსამსახური.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ასევე აირჩია ახალი პრეზიდენტი — ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი პედრო არგამუნტი, რომელმაც ამ თანამდებობაზე ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის წარმომადგენელი ანა ბრასერი (AnneBrasseur) შეცვალა.

თედო ჯაფარიძე 1946 წლის 18 სექტემბერს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, არის მეცნიერებათა კანდიდატი.

სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იუნესკოს საქმეთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1989-1990), საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და ინფორმაციის სამმართველოს ხელმძღვანელი (1990-1991), საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველოს ხელმძღვანელი (1991), მინისტრის მოადგილე (1991-1992), საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე (1992).

ასევე ჯაფარიძე იყო საქართველოს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე (1992-1994), საქართველოს ელჩი აშშ-ში (1994-2002), საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი (2003), საგარეო საქმეთა მინისტრი (2003-2004).

ამჟამად ჯაფარიძე არის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი. გარდა ამისა, ხელმძღვანელობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) ძირითად ქართულ დელეგაციას. საპარლამენტო დელეგაციის წევრია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. 


ყველა ახალი ამბავი
0