პარლამენტი

პრეზიდენტის მოსამართლისადმი მოწოდებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არ ეთანხმება

4
საქართველოს პრეზიდენტმა ხუთშაბათს, 22 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს, რომელიც „რუსთავი 2“–ის საქმეს იხილავს, ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა „რუსთავი 2“–ის ირგვლივ არსებული ვითარება არ უნდა დაძაბოს, მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი. 

საქართველოს პრეზიდენტმა ხუთშაბათს, 22 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს, რომელიც „რუსთავი 2“–ის საქმეს იხილავს, ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„სასამართლოს მისამართით მოწოდებები არავინ უნდა გააკეთოს, და არავინ უნდა მიმართოს მოსამართლეს – არც პრეზიდენტმა, არც პრემიერმა, არც დეპუტატმა და არც ხელისუფლების  ნებისმიერმა წარმომადგენელმა. მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებელი უნდა იყოს… სიტუაციის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ ყველას, მათ შორის პრეზიდენტსაც მოვუწოდებ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, ტელეკომპანია „რუსთავი  2“-ის  ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია და ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. ტელეკომპანიის ადმინისტრაცია თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთა და სიტყვის თავისუფლების დარღვევაა. 


4