ენმ–ის აკრძალვის მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაცია ხელმოწერებს აგროვებს

© http://pirveliradio.ge/ენმ–ის ოფისი
ენმ–ის ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დემოკრატიის ინსტიტუტში“ აცხადებენ, რომ პოლიტიკური პარტიისთვის საქმიანობის აკრძალვა, თუ დანაშაულები დამტკიცებული და ფაქტებით გამყარებულია, ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ საქართველოში ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2015 წლის მაისში შეიქმნა. ორგანიზაცია ყოფილ მთავრობას რიგ დანაშაულებში სდებს ბრალს. ვებგვერდზე manifest.ge გამოქვეყნებული პეტიციის ადრესატი საქართველოს პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო და მთავარი პროკურატურაა. 

პეტიციის ავტორები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური გაერთიანების გაუქმებას მოითხოვენ. 

ენმ–ის ოფისი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერს ესმის იმ ადამიანების, ვინც „ნაცმოძრაობის“ ოფისებს ესხმის თავს

 „მიგვაჩნია, რომ აღნიშნულის განხორციელება აუცილებელი და მართლზომიერი ნაბიჯი იქნება, რომლის გარეშე შეუძლებელია საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებაზე საუბარიც კი“, – აღნიშნულია პეტიციაში.

 „დემოკრატიის ინსტიტუტში“ აცხადებენ, რომ პოლიტიკური პარტიისთვის საქმიანობის აკრძალვა, თუ დანაშაულები დამტკიცებული და ფაქტებით გამყარებულია, ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

19 ოქტომბრიდან დღემდე პეტიციას ხელი სულ 97–მა ადამიანმა მოაწერა.

ენმ - Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებს მთელი საქართველოს მასშტაბით თავს ესხმიან

გასულ უქმეებზე ინტერნეტით გავრცელდა წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეო. როგორც დადგენილია, ამ წამებასა და გაუპატიურებაში 2011 წელს პოლიციის მაშინდელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეები უკვე მეოთხე დღეა საპროტესტო აქციებს აწყობენ და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებას მოითხოვენ. 


ყველა ახალი ამბავი
0