პრეზიდენტი მოსამართლეს ხისტი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. თუ მოსამართლე, რომელიც „რუსთავი 2“–ის საქმეს იხილავს, ნაჩქარევ გადაწყვეტილებას მიიღებს, ვითარება კიდევ უფრო განწვავდება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან,  „რუსთავი 2“–ის სასამართლო პროცესისი პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

"ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია, შეიქმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა. მოვუწოდებ მოსამართლეს — არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გუშინ გვარამიამ განაცხადა, რომ ესაუბრა ადამიანს, რომელმაც მას ხელისუფლების გზავნილი გადასცა. ტელეკომპანიის დირექტორმა აღნიშნა, რომ მას აშანტაჟებენ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებით და ითხოვენ, რომ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვოს. აღნიშნულ განცხადებაზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ღარიბაშვილი: „ნაცმოძრაობის“ მომხრეები დასჯას იმსახურებენ

გუშინ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს მხოლოდ შანტაჟის ფაქტზე არ უსაუბრია, მან ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს იმ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელიც, მისი აზრით, აპრიორი უკანონო იქნება. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, ტელეკომპანია „რუსთავი  2“-ის  ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია და ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. 

ტელეკომპანიის ადმინისტრაცია თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთა და სიტყვის თავისუფლების დარღვევაა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0