მოსამართლემ ნიკა გვარამია სასამართლო სხდომაზე არ დაუშვა

© photo: Nika Gvaramia / FBნიკა გვარამია - რუსტავი 2-ის გენერალური დირექტორი
ნიკა გვარამია - რუსტავი 2-ის გენერალური დირექტორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსამართლის გადაწყვეტილების საპასუხოდ გვარამიამ ის კორუმპირებულობასა და უნიჭობაში დაადანაშაულა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმეს იხილავს, ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არ დაუშვა. 

წინა სხდომაზე, 19 ოქტომბერს მოსამართლე ურთმელიძემ გვარამია სიტყვიერი შელაპარაკებების შემდეგ წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოჩენის გამო დარბაზიდან გააძევა. 

„მან მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენა. მას უვიცი უწოდა და ამით სასამართლოს მიაყენა შეურაცხყოფა. ნიკა გვარამია პროცესზე სასამართლოს დამთავრებამდე არ შემოვა. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ურთმელიძემ ხუთშაბათს. 

რუსთავი–2 - Sputnik საქართველო
ვნებათაღელვა "რუსთავი 2"–ის ირგვლივ: გადამწყვეტი სასამართლო პროცესი

მოსამართლის გადაწყვეტილების საპასუხოდ  გვარამიამ მას კორუმპირებლობასა და უნიჭობაში დასდო ბრალი.

„უნიჭო, უსინდისო ურთმელიძე… კორუმპირებული ადამიანისგან კარგს არაფერს ველოდები“, – განაცხადა გვარამიამ სასამართლოს ეზოში „რუსთავი 2“–ის პირდაპირ ეთერში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით მიიღეს, ტელეარხის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია, ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა ნაწილობრივ შეზღუდულია. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი: შანტაჟის შესახებ გვარამიას განცხადება უნდა გამოვიძიოთ

ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა „რუსთავი 2“–ის გარშემო არსებულ ვითარებას პოლიტიკურ დაკვეთას და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0