დავით უსუფაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე: ნატოს ცენტრს საქართველოში პოლიტიკური დატვირთვა აქვს

493
(განახლებულია 21:35 27.08.2015)
იქ სადაც დღეს საქართველო იმყოფება, მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების დამსახურება არაა. ეს არის ერთობლივი ძალისხმევა რამდენიმე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა, ლიდერების, პრეზიდენტების, მთავრობებისა და მინისტრების, აღნიშნა საკანონმდებლო ხელისუფლების მეთაურმა.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ნატოს სასწავლო საწვრთნელი ცენტრის გახსნას საქართველოში  უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

  „ეს ცენტრი უბრალო მოვლენა არაა. ეს მოვლენაა უდიდესი პოლიტიკური დატვირთვით, რადგან ამ ცენტრის დახმარებით ალიანსის წევრი სახელმწიფოები კიდევ უფრო აქტიურად იქნებიან ჩართულნი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში“, — განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა ხუთშაბათს, 27 აგვისტოს. 

 "იქ სადაც დღეს საქართველო იმყოფება, მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების დამსახურება არაა. ეს არის ერთობლივი ძალისხმევა რამდენიმე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა, ლიდერების, პრეზიდენტების, მთავრობებისა და მინისტრების",- აღნიშნა საკანონმდებლო ხელისუფლების მეთაურმა. 

 ნატოს სასწავლო ცენტრი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ხელშემწყობი ღონისძიებების პაკეტის ფარგლებში გაიხსნა. ცენტრში მომზადებას გაივლიან ალიანსის წევრი და პარტნიოტი–ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები. 


493