აპატურაი: ნატოს ცენტრი საფრთხედ არავინ უნდა აღიქვას

© Ministry of Defence of Georgiaჯეიმს აპატურაი
ჯეიმს აპატურაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სასწავლო ცენტრის გახსნა ღონისძიებათა იმ პაკეტის ჩარჩოში იგეგმება, რომელიც ქვეყანას ნატოს წევრობაში უნდა დაეხმაროს. პაკეტი 2014 წლის სექტემბერში ალიანსის უელსის სამიტზე დაამტკიცეს.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. არავინ, მათ შორის არც რუსეთმა, არ უნდა აღიქვას და შეაფასოს ნატოს სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი, როგორც საფრთხე, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 საქართველოში სასწავლო ცენტრის გახსნა ღონისძიებათა იმ პაკეტის ჩარჩოში იგეგმება, რომელიც ქვეყანას ნატოს წევრობაში უნდა დაეხმაროს. პაკეტი 2014 წლის სექტემბერში ალიანსის უელსის სამიტზე დაამტკიცეს. სასწავლო ცენტრში ალიანსის და ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მოემზადებიან.

 „ნატო საქართველო-ნატოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს არ აღიქვამს, როგორც ანტირუსულ ცენტრს ან რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ჟესტს, გადადგმულ ნაბიჯს, ან როგორც სიგნალს რუსეთისთვის“, — განაცხადა აპატურაიმ.

 ალიანსი ყურადღებას ცენტრის პრაქტიკულ ელემენტებზე ამახვილებს, რომლის მთავარი მიზანიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან შეთავსების ამაღლებაა, დასძინა აპატურაიმ.

  „ცენტრს ძალზე მკაფიო მიზანი აქვს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის სიგნალია. საქართველომ ეს დაიმსახურა და ამისთვის ყველაფერი გააკეთა“, — აღნიშნა ნატოს წარმომადგენელმა.

 საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის ”პარტნიორობა მშვიდობისთვის” (PfP — Parntnership for Peace) მონაწილე გახდა. 


ყველა ახალი ამბავი
0