სამხედრო წვრთნები

თბილისთან ახლოს ტანკოდრომი გაიხსნა

4
(განახლებულია 18:12 11.08.2015)
ახალ ტანკოდრომს 2008 წელს დაღუპული ტანკისტის რომან უგრეხელიძის სახელი მიენიჭება.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. თბილისთან ახლოს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ტანკოდრომი გაიხსნა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

 „ვაზიანში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის ეს ტანკოდრომიც ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის ნაწილი იქნება, რომელიც ამ თვის ბოლოს ოფიციალურად გაიხსნება“, — განაცხადა ტანკოდრომის გახსნაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

ახალ ტანკოდრომს 2008 წელს დაღუპული ტანკისტის რომან უგრეხელიძის სახელი მიენიჭება.

ტანკოდრომზე წვრთნები ჩაუტარდებათ მძღოლ-მექანიკოსებსა და მოძრავი ტექნიკის ეკიპაჟის მეთაურებს. ამისთვის ტანკოდრომის მთელ ტერიტორიაზე მოწყობილია რეალურ საბრძოლო პირობებთან მიახლოებული წინაღობები,იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

ტანკოდრომის გახნასთან დაკავშირებით ვაზიანში საჩვენებელი სატანკო წვრთნები გაიმართა.

საქართველოში საწვრთნელი ცენტრის გახსნა ნატოს წევრობის ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა. პროგრამა 2014 წლის სექტემბერში, უელსის ალიანსის სამიტის მსვლელობისას დამტკიცდა. ცენტრში მომზადებას ალიანსისა და ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები გაივლიან.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როცა საქართველო პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიურად წარიმართა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტზე დამტკიცდა, რომ საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრები გახდებიან იმ შემთხვევაში, თუ ალიანსის სტანდარტებს დააკმაყოფილებენ. 



4