საქართველოს დროშა

საქართველო "საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიას" შეუერთდა

13
(განახლებულია 15:41 11.08.2015)
ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა რწმუნებათა სიგელი საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის" (IACA) დეკანს და აღმასრულებელ მდივანს მარტინ კროიტნერს (Martin Kreutner) გადასცა.

თბილისი, 11აგვისტო— Sputnik. საქართველო „საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიას“ (IACA — The International Anti-Corruption Academy) შეუერთდა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური სამსაბათს, 11 აგვისტოს.

 „2015 წლის 26 მარტს ქართულმა მხარემ ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს გადასცა "საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსების შესახებ შეთანხმებასთან" საქართველოს შეერთების სიგელი. შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, "საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსების შესახებ შეთანხმება" საქართველოსთვის 2015 წლის 25 მაისს შევიდა ძალაში“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა რწმუნებათა სიგელი საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის" (IACA) დეკანს და აღმასრულებელ მდივანს მარტინ კროიტნერს (Martin Kreutner) გადასცა.

ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა  კროიტნერი  საქართველოში მოიწვია. რწმუნებათა სიგელის გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, საქართველოს ელჩსა და "საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის" აღმასრულებელ მდივანს შორის გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს "საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის" საქმიანობის   მიმართულებები, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე ანტიკორუფციული რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.  მარტინ კროიტნერმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში წარმატებულად განხორციელებული და მიმდინარე ანტი-კორუფციული რეფორმების  შესახებ.

ამ ეტაპზე საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიაში" 64 ქვეყანაა გაწევრიანებული.

 


13