თავდაცვის სამინისტრო

ხიდაშელი: სამხრეთ ოსეთთან საზღვრის გადმოწევა არ ხდება

15
ქართული მედია-საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ორშაბათს, 10 აგვისტოს სოფ. თამარაშენთან 800 მეტრით „გადმოწიეს“ საზღვარი და ახალი ბანერი დააყენეს.

თბილისი, 11აგვისტო— Sputnik. რუსი მესაზღვრეების მიერ სამხრეთ ოსეთთან „საზღვრის“ გადმოწევა არ ხდება, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ორშაბათს, 10 აგვისტოს.

 ქართული მედია-საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ორშაბათს, 10 აგვისტოს სოფ. თამარაშენთან 800 მეტრით „გადმოწიეს“ საზღვარი და ახალი ბანერი დააყენეს.

 „არანაირი საზღვრის გადმოწევა არ ხდება. საზღვარი რამდენიმე კილომეტრით 2008 წლის აგვისტოში გადმოწიეს“, — განაცხადა ხიდაშელმა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ცალმხრივად აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. საქართველომ საპასუხოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთთან, პარლამენტის გადაწყვეტილებით კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა. 

 საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელეს, თუმცა არა ტერიტორიული მთლიანობის დათმობის ხარჯზე.


15