აბაშიძე: საქართველო ევროკავშირის ახალ ანტირუსულ სანქციებს არ შეერთებია

© photo: Sputnik / Дмитрий Коробейников / გადასვლა მედიაბანკშიზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება არ მიუღია.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს ახალი გადაწყვეტილება არ მიუღია, განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთთან ურთიერთოების მოგვარების საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოიწონეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაში შესაბამისი შესწორებები რუსეთთან მიმართებით სექტორული შეზღუდვების ზომების შესახებ და 22 ივნისს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ვადა 2016 წლის 31 იანვრამდე გააგრძელეს. გადაწყვეტილება 23 ივნისიდან ამოქმედდა. ამ განცხადებას შეუერთდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები — ჩერნოგორია და ალბანეთი, ასევე ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, უკრაინა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ქვეყნები და ასევე საქართველო, შეუერთდნენ ევროკავშირის ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივების საკითხს. 2016 წლის 23 ივნისამდე შეზღუდვის ზომების მოქმედების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 19 ივნისს მიიღო.

 „ჩვენ განვმარტეთ ერთი კვირის წინ, ახალი არაფერი ყოფილა. ევროკავშირმა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით დაახლოებით 15 სანქცია მიიღო. საქართველო გასულ წელს ერთ-ერთ მათგანს შეუერთდა, რომელიც ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ეხება. ეს გადაწყვეტილება 19 ივლისს, ერთი წლის შემდეგ ავტომატურად გაგრძელდა. ამიტომ ვიმეორებ, რომ ახალი გადაწყვეტილება საქართველოს არ მიუღია“, — განაცხადა აბაშიძემ.

უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გასული წლის გაზაფხულზე ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მა და კანადამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციათა პირველი პაკეტი შემოიღეს, რომელიც შემდგომ გაფართოვდა. ამის საპასუხოდ რუსეთმა 2014 წლის აგვისტოში საპასუხო სანქციები დააწესა, რაც ევროკავშირიდან, აშშ-იდან, კანადიდან და რიგი სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ანტირუსულ სანქციებს შეუერთდნენ, აგროსამრეწველო სექტორის პროდუქციაზე გავრცელდა. მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტში მხარე არ არის, რუსულ მხარეს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საქმეში ოფიციალურად შუამავლის როლი აკისრია.  


ყველა ახალი ამბავი
0