შსს-ს და სასჯელაღსრულების მინისტრების წარდგენა

გიორგი მღებრიშვილმა შს მინისტრის პორტფელი ჩაიბარა

22
შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩაუდგა სათავეში.

თბილისი, 1აგვისტო — Sputnik.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილის კანდიდატურა დაასახელა.

მანამდე გიორგი ღარიბაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

 „გიორგი მღებრიშვილი იყო წარმატებული მინისტრი, რომელმაც სასჯელაღსრულების სისტემაში, სტრატეგიულად და შინაარსობრივად, რადიკალური რეფორმა განახორციელა. იმედი მაქვს, რომ იგი შს მინისტრის პოსტზეც ეფექტურად გააგრძელებს საქმიანობას“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შაბათს.   

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩაუდგა სათავეში.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პორტფელი კი  პროფესიით იურისტმა კახი კახიშვილმა ჩაიბარა, რომელიც მანამდე პრობაციისა და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყო.


22